მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ სუბსიდირებული კონცერტების შესყიდვების წესი დაამტკიცა - Starring Georgia 2025 წელსაც გრძელდება

ბლექ სი არენა

საქართველოს მთავრობამ პროგრამა Starring Georgia-ს მიერ არტისტების შერჩევისა და კონტრაქტების გაფორმების წესი დაამტკიცა, რომელიც 2025 წლის განმავლობაში უნდა იყოს ძალაში. ჯერჯერობით პროექტის დეტალები უცნობია, თუმცა სავარაუდოდ 2025 წელს, შეკვეთილში Black Sea Arena-ზე დაგეგმილი Guns N' Roses-ის კონცერტი სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

ცნობილია, რომ აღნიშნული კონცერტი 2025 წლის 30 მაისს გაიმართება, მის შესახებ ინფორმაცია თავად ჯგუფის ვებგვერდიდან დაგეგმილი ტურნედან გახდა ცნობილი.

წელს Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართა Scorpions-ის, ასევე OneRepublic-ის კონცერტები.

თავდაპირველად Starring Georgia გათვლილი იყო როგორც ორწლიანი პროექტი და მის ბიუჯეტად 70 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული. აქედან დაზუსტებით ცნობილია, რომ 2023 წელს ათვისებული თანხა 37 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც "ბლექ სი არენა ჯორჯიას" მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის ფინანსური ანგარიშში არის აღნიშნული. ჯერჯერობით 2024 წლის ხარჯების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

2023 წლის განმავლობაში სახელმწიფო სუბსიდიით ბრუნო მარსის, Imagine Dragons-ისა და The Killers-ის კონცერტები გაიმართა, ამ კონცერტების ორგანიზება 37 მილიონი ლარი დაჯდა, გაყიდული ბილეთების შემოსავალი 15.1 მილიონი ლარი, სასპონსორო შემოსავალი კი 3 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, პროგრამის ხარჯები მის შემოსავლებს 9 მილიონი ლარით აღემატებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები