მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა ნებადართულ საქმიანობათა ნუსხაში შეიტანა

5e85d77f765b5
შოთა ტყეშელაშვილი
02.04.20 16:20
1206
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის 211-ე დადგენილება, რითიც მნიშვნელოვნად გაფართოვდა იმ სექტორებისა და კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ ეზღუდებათ საქმიანობა. საუბარია იმ სფეროებზე, რომლებიც 30 მარტს დამტკიცებულ დადგენილებაში გამონაკლისებად არ იყო აღიარებული. ამასთანავე, განახლებულ დოკუმენტში დაზუსტდა, რომ ეკონომიკური საქმიანობის უწყვეტად გაგრძელება შეუძლიათ იმ კომპანიებსაც, რომლებიც სრულად დისტანციურად (სახლიდან გაუსვლელად) საქმიანობენ.

დადგენილებაში შესული ცვლილებების მიხედვით, ნებადართულ საქმიანობათა შორის მოხვდა თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა.,თუმცა, ერთი დათქმით, ამ ნაწარმით ვაჭრობა არ არის დასაშვები სპეციალიზირებულ მაღაზიებში/ჯიხურებში, რადგანაც ეს ობიექტები საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე დახურულია.

ეს კი ნიშნავს, რომ თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა ძირითად სავაჭრო ქსელებში (სურსათის მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში) კვლავ გაგრძელდება.

წარმოგიდგენთ ეკონომიკის სფეროების სრულ სიას, რომელიც მთავრობის მიერ განახლებული დადგენილების საფუძველზე გახდა ნებადართული:

  • სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება; 
  • შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 
  • სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 
  • სპეციალიზირებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 
  • საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); 
  • თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზირებული სავაჭრო ჯიხურებისა); 
  • სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთბვის); 
  • სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები; 
  • სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია; 
  • პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება, მიწოდება; 
  • ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა; 
  • სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები; 
  • საფოსტო და საკურიერო მომსახურება; 
  • საგამომცემლო საქმიანობა, პრესის ბეჭდვა; 
  • ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები; 
  • IT და სერვერული ინფრასტრუქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად); 
  • სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად); 
  • ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; პროდუქტიც სერტიფიკაციის ინსპექტირების ორგანოები; 
  • სარეკლამო სააგენტოს საქმიანობა (დისტანციურად); 
  • სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები, საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად); 
  • არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად); 
  • იურიდიული მომსახურება (დისტანციურად); 
  • შენობის საერთო დასუფთავება და დეზინფექცია; 
  • დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები; 
  • სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების ტექნიკური მომსახურება; 
  • 24-საათიანი სპეციალიზირებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები); 
  • არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად); 
  • ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა); 
  • ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად); 
  • ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად); 
  • სამაცივრე მეურნეობების საქმიანობები; 
  • საბაჟო საწყობები; 
  • ცხოველთა სასაკლაოები; 
  • სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები; 
  • სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები; 
  • სასათბურე მეურნეობები; 
  • საირიგაციო/სამელიორაციო სისტემების მშენებლობა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები