მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ თეატრების და კინოთეატრების ამოქმედების თარიღი კიდევ ერთხელ გადაწია

5f9fd4e82adb6
ვიქტორია მღებრიშვილი
02.11.20 13:47
1190
თეატრები და კინოთეატრების ამოქმედების თარიღმა კიდევ ერთხელ გადაიწია. "თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება", - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში. 

საქმე იმაშია, რომ თეატრების და კინოთეატრების გახსნის ბოლო ვადად 1 ნოემბერი იყო დასახელებული.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა, რომელიც განისაზღვრებოდა 1 ნოემბრით, გარკვეული პერიოდით გადაიდო.

ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, დაშვებულია კულტურული ღონისძიებების ჩატარება ღია სივრცეში 200-მდე ადამიანის მონაწილეობით, გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა კი მხოლოდ დისტანციური ფორმით არის შესაძლებელი.

თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება“, - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები