მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიის მოშლის უფლება დაიკანონა - ილიაუნი

ილიაუნი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები საქართველოს პარლამენტის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურებიან.

როგორც მათ განცხადებაში წერია, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში აღნიშნული ცვლილებებით, როგორც პირველი (16.12.2025), ისე მეორე (4.02.2026) პაკეტით, საქართველოს მთავრობამ დაიკანონა უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური ავტონომიის მოშლისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისთვის, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები მიუღებლად მიიჩნევს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლთან.

დაუშვებლად მიგვაჩნია განათლების ფუნდამენტური საკითხების საზოგადოებასთან შეთანხმების გარეშე დაჩქარებული წესით გადაწყვეტა. მოვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის ხელშეუხებლობას.

-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო

-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო

-მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბჭო

-სამართლის სკოლის საბჭო

-საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბჭო

-ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბჭო", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები