მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ყურძნისგან წარმოებული სპირტიანი სასმელების რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა

622628b3dfd34
ვიქტორია მღებრიშვილი
07.03.22 19:39
1044
საქართველოს მთავრობამ „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ” დადგენილება მიიღო.

გარემოს დაცვისა და სოფლიოს მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში განმარტებულია, რომ აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის მიზანი, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოებისა და რეალიზაციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრაა.

„რეგლამენტი ადგენს ზოგად წესსა და მოთხოვნებს ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის ეტიკეტირების, წარდგენის, ბაზარზე განთავსებისა და ოფიციალური დასახელების გამოყენების მიმართ, აგრეთვე, განსაკუთრებულ მოთხოვნებს ღვინის კომპანიებისადმი. ასევე, დადგინდა ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელისა და სპირტის წარმოების ნებადართული პროცესების მასალები და ნივთიერებები.

ახალი რეგლამენტით, სამომხმარებლო ბაზარზე დაუშვებელია ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის განთავსება სამომხმარებლო ტარაში დაფასოების გარეშე, შესაბამისად, სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სპირტიანი სასმლის ფაქტობრივ მოცულობით სპირტშემცველობასა და ეტიკეტზე აღნიშნულ სპირტშემცველობას შორის გადახრა არ უნდა აღემატებოდეს ± 0,3%-ს.

ტექნიკური რეგლამენტით ასევე განსაზღვრულია ბრენდის კატეგორიები ასაკის ან დავარგების მიხედვით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა ყველა იმ ღვინის კომპანიისთვის, რომელთა სამეწარმეო საქმიანობა მოიცავს ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლისა და სპირტის წარმოებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები