მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას ბიუჯეტის ნაშთიდან 1.85 მლრდ ლარი საბანკო დეპოზიტებზე უდევს

ბანკი

ბიუჯეტის შესრულების სექტემბრის თვის ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად ბიუჯეტის ნაშთი 1.93 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც უშუალოდ ხაზინის ანგარიშზე ირიცხება. ამასთანავე, ბიუჯეტის კუთვნილი 1.85 მილიარდი ლარი კომერციული ბანკების მოკლევადიან დეპოზიტებზე არის განთავსებული და მას სარგებელიც ერიცხება. ამასთანავე, კომერციულ ბანკებში არის განთავსებული 594 მილიონიც, რომელსაც ასევე ერიცხება სარგებელი.

“სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე 2023 წლის 1 ოქტომბრისთვის რიცხულმა სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 1 930 338.3 ათასი ლარი; აქედან: თავისუფალი ნაშთი 1 556.0 ათასი ლარი; ფულადი სახსრები საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად – 1 612.4 ათასი ლარი (დაცული ტერიტორიების განვითარება). საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის #301–ე დადგენილების ,,სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ’’, თანახმად, ხაზინის განკარგულებაში არსებული სახსრებიდან, 1 850 000.0 ათასი ლარი განთავსდა კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 მაისის #845–ე განკარგულების თანახმად, სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მიღებული სახსრებიდან, 594 298.0 ათასი ლარი განთავსდა კომერციულ ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით,”- ნათქვამია ბიუჯეტის ანგარიშში.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ რომელ კომერციულ ბანკებში არის ეს თანხები განთავსებული და რა საპროცენტო სარგებელი ერიცხება მათ.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები