მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას ბიზნესთან ჯანსაღი და საქმიანი კომუნიკაცია არ გააჩნია - გიგლა მიქაუტაძე

600812a0b594b
BM.GE
20.01.21 16:40
2068
„ლელო საქართველოსთვის“ სრულად იზიარებს ბიზნესასოციაციების დღევანდელი განცხადების შინაარსს, რომლებიც ეკონომიკის გახსნას ითხოვენ და რომელიც ადასტურებს იმას, რომ მთავრობას ბიზნესთან ჯანსაღი და საქმიანი კომუნიკაცია არ გააჩნია, - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა. ინფორმაციას პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

მისივე თქმით, მთავრობა გადაწყვეტილებებს ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე იღებს.

"მისასალმებელია ბიზნესის გააქტიურება და პოზიციის ღიად დაფიქსირება. მთავრობის გადაწყვეტილებებზე უპირობო დამორჩილების დრო უნდა დასრულდეს. საზოგადოების უდიდესი ნაწილი სახელმწიფოებრივად შეხვდა მთავრობის აქამდე მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას, თუმცა მათ ერთხელაც არ წარმოუდგენიათ აქამდე გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში, როგორც ამას აკეთებენ პასუხისმგებლიანი მთავრობები სხვა ქვეყნებში.

მოვუწოდებთ მთავრობას, უახლოეს დღეებში მოსახლეობას წარუდგინოს 2 თვიანი მკაცრი შეზღუდვების დეტალური ანგარიში და გააცნოს საზოგადოებას ეკონომიკის გახსნის გეგმა", - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები