მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას კოხტა-მიტარბის გათოვლიანება თითქმის 140 მლნ დაუჯდება - ტენდერი

6262b10aa44ef
შოთა ტყეშელაშვილი
22.04.22 18:00
1805
საქართველოს მთავრობა ბაკურიანში - კოხტა-მიტარბიზე, ასევე დიდველზე გათოვლიანების ახალი სისტემების მოწყობას გეგმავს. პროექტს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია MTA ახორციელებს, რომელმაც პოტენციურ კონტრაქტორებს სატენდერო პირობები უკვე გაუგზავნა.

პროექტის ჯამური ღირებულება, MTA-ს წინასწარი შეფასებით, 137,828,653 ლარი იქნება. მთავრობის მიერ მომზადებული სატენდერო პირობების თანახმად, კონტრაქტორს უნდა გააჩნდეს 2019 წლის იანვრიდან დღემდე ანალოგიური სირთულის მინიმუმ 550 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების შესრულების გამოცდილება. ამასთან, შესაბამისი პირობების მიხედვით, კომპანიას 2017 წლიდან მოყოლებული შესრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 გათოვლიანების სისტემის მონტაჟის სამუშაოები, ხოლო ბოლო 10 წლის მანძილზე ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული მსოფლიო თასის ან ზამთრის ოლიმპიური თამაშების ინფრასტრუქტურის მზადებაში მონაწილეობა მიღებული.

2023 წელს საქართველოში სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, რისთვისაც მთავრობა ბაკურიანში მრავალმილიონიან ინფრასტრუქტურას აშენებს.

როგორც შესყიდვის ასევე, გათოვლიანების სამუშაოების პროცედურა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. დაინტერსებულ კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარსადგენად ვადა 29 აპრილის 17:00 საათამდე აქვთ. მათ საკუთარი ფასი და შეთავაზება დალუქული კონვერტის სახით უნდა წარადგინონ.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ გათოვლიანებისთვის, დიდველსა და მიტარბიზე ხელოვნურ ტბებს კომპანია "ანაგი" ააშენებს, რისთვისაც კომპანიასთან 81.6 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გამარტივებული წესით გაფორმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები