მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობას ქვეშეთი-კობის გზის პროექტზე ADB-სთან სასესხო შეთანხმებაში ცვლილებები შეაქვს

ქვეშეთი-კობი ხიდი

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროცესში დაფინანსების განაწილება იცვლება - საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკთან (ADB) არსებული სასესხო შეთანხმება განაახლა. ცვლილება ოფიციალურად 10 ნოემბერს გაფორმდა და ის პარლამენტს რატიფიცირებისთვის წარედგინა. ცვლილება პროექტის დარჩენილი სამუშაოების დაფინანსების გადანაწილებას უკავშირდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით, პროექტის პირველ ლოტზე — 10.5 კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე — ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსება უკვე ამოწურულია. მიუხედავად ამისა, სამუშაოები სრულად არ დასრულებულა და ამ ეტაპზე მათ დაფინანსებას ბიუჯეტი უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, სამინისტრომ მოითხოვა პროექტში ADB-ს წილის გაზრდა.

ADB-ს გადაწყვეტილებით, ბანკის მონაწილეობა გვირაბის მონაკვეთის დაფინანსებაში იზრდება 65.6%-დან 82%-მდე, რაც გაათანაბრებს მას გზის მონაკვეთის (II ლოტი) დაფინანსების პროპორციასთან. პარალელურად, ბანკმა ასევე დაეთანხმა ე.წ. რეტროაქტიურ დაფინანსებას, რაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან უკვე დახარჯული ნაწილის ნაწილი ADB-ს სესხით ჩანაცვლდება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტის დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრული თარიღი 2026 წლის 30 ივნისია.

"საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილო-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობის) გზის პროექტის გვირაბის (I ლოტი) მშენებლობისთვის გათვალისწინებული EBRD-ob სესხის თაწხა (53.4 მილიონი ევრო) სრულად დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რომლებიც დაახლოებით 85-%-ით არის შესრულებული. სამუშაოების შეუფერხებლად გაგრმელების მიზნით, დაფინანსება დროებით ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, ADB-ob სესხის ფარგლებში კვლავ არსებობს დაუკონტრაქტებელი და გაუხარჯავი რესურსი, მათ შორის, დაახლოებით 33 მილიონი ევრო გვირაბის სამუშაოების კატეგორიაში და ჯამში დაახლოებით 103 მილიონი ევრო მთლიანი სესხიდან.

შესაბამისად, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს თხოვნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართა ADB-b (13.08.2025) სასესხო შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებებისთვის, რათა ქვეშეთი-კობის გვირაბის (I ლოტი) დაფინანსებაში ADB-ob წილი გაზრდილიყო 65.6%-დან 82%-მდე, რაც შეესაბამება გზის მონაკვეთის (II ლოტი) ანალოგიურ პროპორციას. გარდა ამისა, ასევე მოთხოვწილი იყო, რომ #L8-ს განეხილა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე დაფინანსებული ნაწილის რეტროაქტიული დაფინანსების შესაძლებლობა, რაც ფაქტობრივად ჩაანაცვლებდა EBRD-ob ამოწურულ წილს (აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ADB-ob მიერ). ADB თანახმაა შეთავაზებულ ცვლილებებზე და შესაბამისად, მათ მიერ გამოიგზავნა M1 ცვლილების წერილ-შეთანხმება,"- ნათქვამია დოკუმენტში.

ოქტომბრის ბოლოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ სამუშაოების რთული სპეციფიკის გამო გზის სრულად გახსნა 2027 წლამდე გადაიწევს. მისი თქმით, ყველაზე პრობლემურ მონაკვეთად რჩება უნიკალური 426-მეტრიანი თაღოვანი ხიდის მშენებლობა, რომელიც მძიმე კლიმატური პირობების გამო გაჭიანურდა.

„ეს არის უნიკალური საინჟინრო კონსტრუქცია და შესაძლებელია, რეგიონში ანალოგი არც არსებობდეს,“ — აღნიშნა სოხაძემ, მისი თქმით, გზის ამ მონაკვეთის საინჟინრო კონტრაქტორთან - China Railway 23rd Bureau Group Co-თან ზამთრის პირობებში სამუშაოების გაგრძელების ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე მოლაპარაკებები გაიმართებოდა.

პროექტი მოიცავს 23-კილომეტრიანი ორზოლიანი მაგისტრალის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას. ყველაზე გრძელი - 9-კილომეტრიანი გვირაბი უკვე გაყვანილია და ამჟამად მისი შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) — $415 მილიონით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) კი $60 მილიონით აფინანსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები