მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას საწვავის შეძენა გაუძვირდა

624ed9ae20db3
შოთა ტყეშელაშვილი
07.04.22 16:42
7532
საქართველოს მთავრობა - სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი კი ყოველთვიურად სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.

კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს. 2022 წლის თებერვალში პლატსის მარკის ტონა საწვავი საშუალოდ 900 დოლარი ღირდა, ხოლო მარტში ის რეკორდულად, $1,065 დოლარამდე გაიზარდა, პარალელურად სწრაფად გაუფასურდა ეროვნული ვალუტაც, შედეგად უკვე მარტში მოქალაქეებისთვის საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა.

იქიდან გამომდინარე, რომ საბაზრო ცვლილებები სამთავრობო ტენდერში ფასის ზრდა ერთი თვის დაგვიანებით ისახება, მთავრობას გაძვირებული საწვავის ყიდვა უკვე აპრილიდან მოუწევს. ახალი და ძველი ფასები საწვავის მარკების მიხედვით ასე ნაწილდება:

რეგულარი - მარტის ფასი მთავრობისთვის 3.08 ლარი, აპრილის ფასი 3.76 ლარი, მატება 22%;
პრემიუმი - მარტის ფასი მთავრობისთვის 3.09 ლარი, აპრილის ფასი 3.77 ლარი, მატება 22%;
სუპერი - მარტის ფასი მთავრობისთვის 3.42 ლარი, აპრილის ფასი 4.12 ლარი, მატება 20.5%.

რაც შეეხება საწვავის ფასს ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის, ამჟამად ერთი ლიტრი რეგულარის ღირებულება 3.75-3.85 ლარის; პრემიუმის ფასი 3.95-4.00 ლარის; სუპერის ფასი კი 4.05-4.12 ლარის ფარგლებშია.

მოსალოდნელია, რომ რამდენიმე კვირაში საწვავის ფასი შემცირდება, რადგანაც უკანასკნელ კვირებში გამყარდა ეროვნული ვალუტა, ბარელი ნავთობის ღირებულება $96 დოლარამდე შემცირდა, ხოლო პლატსის მარკის ტონა საწვავი კი უკვე $995 დოლარი ღირს.

რაც შეეხება ამჟამად არსებულ ფასს, ის კომპონენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები