მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობაში ცვლილებებია – ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა

620391ca97262
ინგა მურუსიძე
09.02.22 14:02
• 833
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პოსტს ტოვებს და მას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს.

რაც შეეხება დავითაშვილს, მის პორტფელს მისივე მოადგილე ოთარ შამუგია ჩაიბარებს.

პრემიერმა კორონავირუსის ომიკრონის შტამი გადაიტანა. იზოლაციის შემდეგ, ეს მედიასთან მისი პირველი გამოჩენაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები