მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობებისა და ბიზნესისთვის შეიძლება Twitter-ი ფასიანი გახდეს - ილონ მასკი

6272551028c23
მარიამ ვარადაშვილი
04.05.22 14:43
724
მთავრობებისა და ბიზნესისთვის შეიძლება Twitter-ი ფასიანი გახდეს. როგორც ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, Twitter-ის გამოყენების შემთხვევაში, ბიზნესსა და მთავრობებს, შესაძლოა, “მცირე საფასურის” გადახდა მოუწიოთ. 

“Twitter-ი ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ყოველთვის უფასო იქნება, თუმცა შესაძლოა, მცირე საფასური იყოს ბიზნესისა და მთავრობებისთვის”, - წერს მასკი. მანამდე მილიარდერმა "ტვიტერზე" სიახლეები დააანონსა და თქვა, რომ “ტივტერი" ახალი პროდუქტების დამატებით უნდა გაძლიერდეს”.

აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ 44 მილიარდ დოლარად Twitter-ის 100%-იანი წილის მფლობელი ილონ მასკი გახდება. სოციალური ქსელის შეძენის სურვილი Tesla-სა და SpaceX-ის დირექტორმა ორი კვირის წინ გამოთქვა და შესაბამისი შეთავაზებაც გააკეთა; მასკმა გამოხატა მზაობა, რომ კომპანიის თითოეული აქციის სანაცვლოდ 54.20 დოლარი გადაეხადა, რაც მის პირველ ინვესტიციამდე დაფიქსირებულ სავაჭრო ფასთან შედარებით 38%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მასკის განზრახვას Twitter-ის დირექტორთა საბჭო დადებითად არ შეხვედრია და მის შესაჩერებლად გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა, თუმცა როგორც ჩანს, უშედეგოდ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები