მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მთავრობის ადგილზე, ახალი ადმინისტრაციის იმედად არ ვიქნებოდი”- მიხეილ კუკავა

მიხეილ კუკავა

“ღრმად ცდება მთავრობა და "ქართული ოცნება", თუ ფიქრობს, რომ ჩვენ ხელებს ვიფშვნეტთ სიხარულით. ასე არ არის, არ გვიხარია, იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნისთვის ცუდი”, - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციებს კომპანია "სტემსქეილის" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა. მისი თქმით, ეს უარყოფითად აისახება როგორც ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე და ინვესტორების განწყობებზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულებაზე ქვეყნის მიმართ.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ინსტიტუტების გადაწყვეტილებებზე და დემოკრატიაზე დგას, მთავრობას იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში რამე შეიცვლება, ნაკლებად სავარაუდოა.

“ეფექტი ნამდვილად არ იქნება სასიკეთო ქვეყნისთვის. ჩვენ ვიცით არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მოხდა ის რაზედაც საუბრობს ვიცე პრემიერი. ინვესტორები ასეთ მოვლენებს აკვირდებიან და იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც ქვეყნისთვის ვერ იქნება სასიკეთო. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებზეც ვართ დამოკიდებული, მათ შორის 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უზარმაზარი რესურსია გათვალისწინებული შეღავათიანი სესხების სახით, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ეკონომიკის განვითარება. ვხედავთ, უკვე არაერთმა ორგანიზაციამ, მათ შორის ევროკომისიამ უკვე გააკეთა დახმარებების შეჩერების შესახებ.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ დავინახოთ ფართო სურათი და გამოვყოთ ვის რა როლი აკისრია ამ ვითარებაში. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არ გვიხარია, ღრმად ცდება მთავრობა და ქართული ოცნება თუ ფიქრობს, რომ ჩვენ ხელებს ვიფშვნეტთ სიხარულით, ასე არ არის, არ გვიხარია, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნისთვის ცუდი და გაცილებით გვირჩევნია, რომ ამ სიიდან ამოიღონ ეს ადამიანები ვიდრე ის რომ ამ სიაში დარჩნენ, იმიტომ რომ ამოღება ნიშნავს, რომ ქვეყანამ კურსი შეიცვალა და ქვეყანა გონს მოეგო.

ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ამერიკული დემოკრატიის და ინსტიტუტების წინააღმდეგობის ფონზე ვერ აისრულა თავისი არაერთი სურვილი, იმიტომ რომ ამერიკა არის წესების, ინსტიტუტების და დემოკრატიის ქვეყანა, არ ვიქნებოდი ახალი ადმინისტრაციის იმედად მთავრობის ადგილზე.”- ამბობს კომპანია "სტემსქეილის" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები