მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ადმინისტრაცია პანდემიის მართვის „ქართული პრაქტიკის" კვლევას იწყებს

5eda1a1548246
BM.GE
05.06.20 14:07
923
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იწყებს ყოვლისმომცველ კვლევას, რომლის მიზანია პანდემიის მართვის „ქართული პრაქტიკის“ შესწავლა, განვილ გზაზე პრობლემების იდენტიფიცირება და მზაობის უზრუნველყოფა სამომავლოდ განმეორებითი ფორს-მაჟორის უფრო ეფექტურად მართვისთვის.ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა კრიზისების მართვის კუთხით არსებული სამართლებრივი რეგულაციები და მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, ადამიანის უფლებები პანდემიის დროს, ანგარიშვალდებულება, გამჭირვალობა, კრიზისული ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა და სხვა."-ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები