მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატკომის დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა

604893341e38f
ინგა მურუსიძე
10.03.21 13:38
2830
მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა.

ინფორმაციისთვის, ნინო გიორგობიანი მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი. მანამდე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საქმიანობამდე, ნინო გიორგობიანს აქტიურ ჟურნალისტიკაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში ის მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში აღნიშნულ პოსტს გაბრიელ წულაია იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები