მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ბუფეტის მომსახურების სერვისს კვლავ "დეგუსტო" მიაწვდის, შესაბამისად მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კანცელარიის ბუფეტის ოპერატორი "დეგუსტო ინტერნეიშენალი" იქნება.
საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის განკარგულებით, ადმინისტრაციის კვებით მომსახურებას "დეგუსტო ინტერნეიშენალი" მიმდინარე წელსაც უზრუნველყოფს. უზუფრუქტის მოქმედების ვადად კი დოკუმენტში 2025 წლის 31 დეკემბერი იყო მითითებული. ვადის ამოწურვის შემდეგ "დეგუსტო ინტერნეიშენალი" მთავრობის ადმინისტრაციის ბუფეტს მომდევნო წელსაც ამუშავებს.
მთავრობის 30 დეკემბრის განკარგულებით, კანცელარიის მეორე სართულზე 396 კვადრატული მეტრი და პირველ სართულზე არსებული 80 კვადრატული მეტრის ფართი უზრუფუქტით სწორედ "დეგუსტო ინტერნეიშენალს" გადაეცემა. ასევე უზურფუქტით გადაეცემა კომპანიას კანცელარიის ბუფეტში არსებული ტექნიკური ინვენტარი.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, "დეგუსტოს" შემოსავალი 2024 წელს 17.2 მილიონი ლარი იყო, ამასთან კომპანიას მოგების ნაცვლად 1.2 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.
კომპანია მთლიანობაში 20 საზოგადოებრივი კვების ობიექტის ოპერატორია.



























