მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ადმინისტრაციის კვებით მომსახურებას 2025 წელს "დეგუსტო" უზრუნველყოფს - განკარგულება

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარია მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კვებით მომსახურებას "დეგუსტო ინტერნეიშენალი" უზრუნველყოფს. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული.

24 დეკემბრის განკარგულების თანახმად, სწორედ "დეგუსტოსგან" კვებითი მომსახურების მიღების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიეცა თანხმობა, რომ პ. ინგოროყვას #7-ში, კომპანიას სასადილო თავის დამხმარე სათავსებთან ერთად უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცეს. საუბარია ჯამში 476 კვადრატულ მეტრზე. ამასთან, კომპანიას თხოვების ფორმით გადაეცემა სამზარეულოს შესაბამისი აღჭურვილობა და ინვენტარი.

დოკუმენტის თანახმად, უზუფრუქტის მოქმედების ვადად 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები