მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკა და ვალდებულებების შესრულება

BM.GE
02.07.19 11:35
734
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56.52%-ით გაიზარდა. კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს ამ დანაშაულის - 36, ხოლო 2018 წლის იანვარ-მაისში 23 ფაქტი დაფიქსირდა. ზოგადად სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა კი მიმდინარე წლის 1-ელ ხუთ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.68%-ით არის შემცირებული. კერძოდ, თუ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში სამოხელეო დანაშაული 248 ფაქტი დაფიქსირდა, 2018 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 284 იყო.


შინაგან საქმეთა სამინისტროოს სტატისტიკის მიხედვითვე, 2019 წლის იანვარ-მაისში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან ყველაზე მეტი - 127 შემთხვევა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. გარდა ამისა: 2019 წლის იანვარ-მაისში 36 - ქრთამის აღების; 38 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების; 28 – სამსახურებრივი გულგრილობის; 14 - სამსახურებრივი სიყალბის და 5 - ქრთამის მიცემის შემთხვევა დაფიქსირდა.

სტუმარი: ერეკლე ურუშაძე - "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო", ანტიკორუფციული პროგრამების ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები