მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობის ანტიკრიზისული პოლიტიკა

BM.GE
20.03.20 11:38
663
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ცხრა ძირითად პროდუქტზე ფასების შენარჩუნების მექანიზმი შეთანხმებულია. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მსხვილ მომწოდებლებთან არსებობს შეთანხმება, რომ ​ბრინჯზე, მაკარონზე, მზესუმზირის ზეთზე, ფქვილზე, შაქარზე, ხორბალზე, რძის ფხვნილზე, წიწიბურასა და ლობიოზე კონკრეტული ფასი შენარჩუნდება​. მისივე თქმით, გვაქვს ადგილობრივი საკონსერვო პროდუქციის მარაგებიც, გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, დეფიციტი არ შეიქმნება. როგორი იქნება სასურსათო პროდუქტების სუბსიდირების სქემა ეს დღეს უნდა გახდეს დეტალურად ცნობილი და ორშაბათიდან კი ამით იმპორტიორები ისარგებლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები