მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქორწილები და ქელეხები ისევ აიკრძალება

BM.GE
09.09.20 23:29
749
10 სექტემბრიდან იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სოციალური ღონისძიებები, როგორც არის იუბილეები, ქორწილები და ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე აიკრძალება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებითვე, ასევე ხვალიდან, 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება. როგორც აფასებს ბიზნესი მთავრობის გადაწყვეტილებას და რა კითხვები აქვს კერძო სექტორს?
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები