მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის გეგმები ენერგეტიკის სექტორი მხარდასაჭერად - დავითაშვილთან შეხვედრის დეტალები

გასული კვირის ბოლოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი გუნდის წევრებთან ერთად ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, სადაც მინისტრმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს ენერგეტიკის მხარდამჭერი მექანიზმის cfd-ის მეორე აუქციონის პირველადი შედეგები, მათ შორის, მედიანური ტარიფი გააცნო. ამასთან ერთად მხარეებმა სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელთა შორის მოწინავე საკითხად ჰესების აშენების ნაწილში მოსახლეობასთან კომუნიკაცია სახელდება.

"დიალოგის ახალი ფორმატი კერძო სექტორთან" - ასე უწოდა ლევან დავითაშვილმა შეხვედრას და თავის მხრივ იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რითაც ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერას განიხილავს, მათ შორის საუბარი იყო კერძო და საჯარო პარტნიორობის შესახებ კანონმდებლობის გამარტივებაზე, ქონების გადასახადის დიფერენციალზე, ასევე გაირკვა, რომ გამკაცრდება მოთხოვნები ინვესტორებისთვის, რაც მეტი ფინანსური გარანტიის მოთხოვნას გულისხმობს.

შეხვედრიდან გამოსული ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირველ აუქციონთან შედარებით რიგ მიმართულებებზე უფრო დაბალი ტარიფები დაფიქსირდა. რამდენად შესაძლებელია ამ ტარიფებით პროექტების განხორციელება და რაზე ესაუბრნენ დარგის წარმომადგენლები ვიცე-პრემიერს?

სტუმარი: გიორგი აბრამიშვილი - ჰიდროენერგეტიკული საკონსულტაციო და დეველოპერული კომპანია Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები