მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის კიდევ ერთი შეთავაზება ბიზნესს - პრემიერი 120 მლნ-ის ინვესტირების შესაძლებლობას ხედავს

5e327531cb5eb
ინგა მურუსიძე
30.01.20 10:26
1661
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო გამოიტანს 100 პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების შეთავაზებას ბიზნესისთვის.

როგორც მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს პროექტი მისცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკას, რომ უახლოესი წლების განმავლობაში დამატებით დაახლოებით 120 მლნ ინვესტირების ბაზისი შექმნას.

„ეკონომიკის სამინისტროში დაიბადა ძალიან კარგი, ახალი იდეა, რომელიც არის იგივე მიდგომა სასარგებლო წიაღისეულის მიმართულებით, როგორც დამატებით 100 საინვესტიციო პროექტის შეთავაზების შემთხვევაში. ბუნებრივი რესურსების მართვა ჩვენი პრიორიტეტია. ასევე, დღეს სახელმწიფო ამ მიმართულებით ახორციელებს არაერთ რეფორმას, რომლის მიზანია სასარგებლო წიაღისეულის ეფექტური მართვა და ეკოლოგიური სტანდარტების დაცვა. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით სახელმწიფო გამოიტანს 100 პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების შეთავაზებას ბიზნესისთვის. ეს მისცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკას, უახლოესი წლების განმავლობაში დამატებით დაახლოებით 120 მლნ ინვესტირების ბაზისი შექმნას. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ის რესურსი, რომელიც დღეს არაეფექტურად არის გადანაწილებული სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოში, ან არ არის იდენტიფიცირებული, მაქსიმალურად ეფექტურად ჩაეშვას ეკონომიკაში. ჩვენი მიზანია, მოხდეს მათი პრივატიზება“, - განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები