“მომდევნო წელს მთავრობა აპირებს ეკონომიკიდან 13 მილიარდი ლარის გადასახადების ამოღებას. ეს არის ის, რაც საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ ეკონომიკურ ზრდას ნამდვილად ავნებს. პოსტ-პანდემიური ეკონომიკიდან 13 მილიარდის გადასახადების აკრეფა ნამდვილად არ შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას", - აცხადებს მიხეილ კუკავა.
ხარჯების მიმართულებით კი კუკავა აცხადებს, რომ მთლიანობაში წარდგენილი დოკუმენტი სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტად შეიძლება ჩაითვალოს.
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელთან შედარებით გარკვეული მიმართულებები მცირდება, მაინც ეს არის სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი. მე ამ ბიუჯეტიდან მიჭირს დავინახო საშუალოვადიანი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა. თქვენ აკვირდებით ჩვენს ეკონომიკურ ზრდას და გვქონდა საკმაოდ მოკრძალებული ზრდა წინა პერიოდებში.
სავალუტო ფონდი მთავრობას მოუწოდებს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისკენ და სოციალური ხარჯების ზრდისკენ. როგორც IMF მოუწოდებს, რომ სოციალური ხარჯები გაიზარდოს, რათა მასებმა იგრძნონ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩავიკეტებით მანკიერ წრეში და ეკონომიკური ზრდა შეფერხდება,”- აცხადებს კუკავა.
2022 წლის საგადასახადო გეგმა:
● გადასახადების მთლიანი გეგმა - 13,071,400,000 ლარი, მატება 2021 წელთან 2,008,800,000 ლარი;
● დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) გეგმა - 5,359,700,000 ლარი, მატება 2021 წელთან 613,100,000 ლარი;
● საშემოსავლო გადასახადის გეგმა - 4,262,100,000 ლარი, მატება 2021 წელთან 857,100,000 ლარი;
● მოგების გადასახადის გეგმა - 1,359,200,000 ლარი, მატება 2021 წელთან 408,200,000 ლარი;
● აქციზის გადასახადის გეგმა - 1,876,900,000 ლარი, მატება 2021 წელთან 76,900,000 ლარი;
● იმპორტის გადასახადის გეგმა - 84,100,000 ლარი, მატება 2021 წელთან 4,100,000 ლარი;
● სხვა გადასახადების გეგმა - 129,400,000 ლარი, მატება 2021 წელთან 49,400,000 ლარი.
2022 წლის ბიუჯეტი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე არის დაგეგმილი, თუმცა მთავრობის საგადასახადო გეგმა 2021 წელთან შედარებით არა 6%-ით, არამედ 18%-ით ანუ ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით სამჯერ უფრო მაღალი ტემპით იზრდება.