მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებამ 100.1%, ხოლო გადასახადების შესრულებამ 99.9% შეადგინა -კაკაურიძე

649c66a99114a
BM.GE
28.06.23 21:00
508
პარლამენტმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა, რომელიც პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კაკაურიძემ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, საგადასახადო შემოსავლების, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების (ასიგნებების) წლიური გეგმების შესრულების მაჩვენებლების, აგრეთვე, არაფინანსური და ფინანსური აქტივების, ვალდებულებების ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, 2022 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების გეგმა შესრულებულია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებამ 100.1%, ხოლო გადასახადების შესრულებამ 99.9% შეადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2022 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.1% შეადგინა და ნომინალური მშპ-ს მოცულობა 71.8 მლრდ. ლარს გაუტოლდა. მისივე განცხადებით, 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 19.2 მლრდ ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში კი სულ მობილიზებულია საპროგნოზო მაჩვენებლის 100. 8%.

გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს ასევე გააცნო ინფორმაცია - „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები