მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ინფლაცია მიზნობრივთან შედარებით მაღალი იქნება | ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ხუციშვილი და კაკაურიძე

წელს ინფლაცია მიზნობრივთან შედარებით მაღალი იქნება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტში, სპორტის კომიტეტზე ბიუჯეტის 6 თვის შესრულებისას წარდგენისას განაცხადა.

„ფასების რაც შეეხება, ინფლაციის მაჩვენებელი 6 თვეში 5.8% იყო, შემდგომში წლიური ინფლაციის დონემ დაიკლო და 5.6%-ს შეადგენდა. ბოლო 12 თვეში საშუალო მაჩვენებელი 5.1%-ია. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4.9%-ის დონეზეა პროგნოზირებული, ყოველი შემთხვევაში დღეს მიზნობრივ ინფლაციასთან შედარებით მაღალი გვექნება და უკვე მომდევნო წლიდან დაუბრუნდება მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ივლისის ბოლოს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი გაზარდა. თუ 17 ივნისს გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით ცენტრალური ბანკი მიმდინარე წლის საშუალო ინფლაციას 4.9%-ის დონეზე ელოდებოდა, ახალი პროგნოზით, წლიური ინფლაციის მოლოდინი 5.2%-მდე გაიზარდა. ეს კი მიზნობრივ 3%-იან დონეს აღემატებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები