მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის სხდომაზე დღეს, 5 საკითხს განიხილავენ

მთავრობა

დღეს, 1 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 5 საკითხს განიხილავს:

  1. საქართველოს კანონების პროექტები „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი მ. სარჯველაძე
  2. საქართველოს კანონის პროექტი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დ. სონღულაშვილი
  3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის დამტკიცების შესახებ” მომხსენებელი: განათლების მინისტრი გ. მიქანაძე .
  4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ” მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლ. ხუციშვილი
  5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” მომხსენებელი: ინფრასტრუქტურის მინისტრი რ. სოხაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები