მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობის სხდომაზე კალაძემ 4 საკითხზე ისაუბრა - არაფერი უთქვამს დღეს მომხდარ ხანძარზე

კახა კალაძე

თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე, კახა კალაძემ ტრადიციულად რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, არაფერი უთქვამს დღეს, "ბორჯომის ბაზრობაზე" მომხდარ მასშტაბურ ხანძარზე.

მერმა შემდეგი საკითხები განიხილა:

  1. თბილისის მერია მიმდინარე წელს საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად შშმ ბავშვებისთვის 3 171 ვაუჩერს გასცემს;
  2. გლდანის რაიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა თავშესაფარი აშენდება;
  3. უსახლკაროს სტატუსის მქონე ყველა ოჯახისთვის ბინები მოძიებულია, საკუთრებაში კი ეტაპობრივად გადაეცემათ;
  4. დედაქალაქის შემოსასვლელებში აბრები განახლდება - რამდენიმე დღეში გამოცხადდება ტენდერი.

კალაძემ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მერია შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება ყველას, ვისაც ეს სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები