70 წელს ზემოთ პენსიონერების პენსია 250 ლარს მიაღწევს-ამის შესახებ განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. გარდა ამისა მაღალმთიან სოფლად მცხოვრები პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი 300 ლარი იქნება. პრემიერის განმარტებითვე, მთავრობამ პენსიონერებისთვის პენსიის გარანტირებული ზრდისთვის ისეთი მექანიზმები და ქვედა ჩამკეტები შეიმუშავა, რომ ყოველწლიურად ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მიუხედავად პენსია 20-25 ლარით გაიზრდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პერემიერმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას კორონავირუსის გავრცელების კუთხით უკიდურესი სიფრთხილე გამოიჩინონ. „ინფიცირების 4 შემთხვევიდან, რომლის წყაროსაც ჩვენ ვერ ვადგენთ, 3 გახლავთ თბილისში.”- განაცხადა პრემიერმა.