მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობისთვის განკუთვნილი თანხები სამოქალაქო საზოგადოებას გადავეცით - კალასი

კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი ამბობს, რომ დღეს, 27 იანვარს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხიც იქნება განხილული. კალასის თქმით, ევროკავშირი საქართველოს მთავრობის ნაცვლად სამოქალაქო საზოგადოებას დაეხმარება.

"დღეს მოკლედ განვიხილავთ საქართველოს საკითხსაც. დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შევაჩერეთ. ასევე შევაჩერეთ თანხები, რომლითაც ვეხმარებოდით მთავრობას და მას ვაძლევთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას, რომ დავეხმაროთ მათ. მაგრამ ვფიქრობ, ქართველი ხალხზეა დამოკიდებული სწორად იმოქმედოს",- ამბობს კალასი.

ევროპულმა საბჭომ 16 დეკემბრის სხდომაზე გადაწყვიტა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. საქართველოში დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს ფლობენ უმაღლესი თანამდებობის პირები; პარლამენტის წევრები; გენერალური პროკურორი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი და სხვა თანამდებობის პირები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები