მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მტევინო“ მიმდინარე წლიდან ღვინის ექსპორტს იწყებს

მტევინო

ღვინის მწარმოებელმა კომპანია „მტევინომ“ 2023 წელს, ახალი სახეობის ღვინის ჩამოსხმა დაიწყო. ამის შესახებ BM.GE-სთან ღვინის მწარმოებელი კომპანია „მტევინოს" დამფუძნებელმა, ნიკა ზაუტაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია ამ დრომდე 14 სახეობის ღვინოს აწარმოებდა, თუმცა 2023 წლის ბოლოს ახალი სახეობის ღვინის - „წინანდლის“ ჩამოსხმა დაიწყო და მომავალ წელს ექსპორტსაც გეგმავს.

"წელს, წარმოებაში 250 000 ბოთლი ღვინო „წინანდალი“ დავამატეთ, რომელიც წინანდლის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. ახალი სახეობის ღვინო მიმდინარე წელს ჩამოისხა, რომელიც 2024 წლისთვის უკვე საექსპორტოდ მზად იქნება. ახალი სახეობის ღვინის საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებული იქნება და მისი გადატვირთვა ევროპის, უკრაინის, ჩინეთისა და ამერიკის მასშტაბით მოხდება.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე აქტიურად ოპერირებისთვის ვემზადებით,“- აცხადებს ზაუტაშვილი.

მისივე ცნობით, კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო ადგილობრივ ბაზარზე ამ დრომდე ჰორეკა სექტორსა და ქსელურ მარკეტებში, მათ შორის გუდვილში, 8000 მოსავასა და One Price- ში იყიდება.

როგორც მეღვინეობის დამფუძნებელი განმარტავს, ქსელური მარკეტის ახალი ობიექტების გახსნა, მეღვინეობისთვის ადგილობრივ ბაზარზე დიდი ნახტომი იქნება.

ინფორმაციისთვის, ღვინის მწარმოებელი კომპანია „მტევინო“ ბაზარზე 3 წელია ოპერირებს. მეღვინეობა საგარეჯოში, სოფელ ხაშმში მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები