მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთის კურორტებისთვის ჯერ არავის სცალია“ – SkiGeorgia

6150d908085cd
BM.GE
27.09.21 10:00
1216
SkiGeorgia-ის დამფუძნებელის დანიელ დოინიცინის განცხადებით, მთის კურორტების განვითარების კომპანიაში რეორგანიზაცია იგეგმება და ჯერ არავის სცალია ზამთრის ტურისრტული სეზონისთვის მოსამზადებლად. ამის შესახებ, დოინიცინმა გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომუნიკაცია სახელისუფლებო უწყებებთან ზამთრის ტურისტული სეზონის სამზადისთან, გეგმებთან და მოლოდინებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ შემდგარა.

„მიგდებული და გათიშულია ვებ-გვერდები და რთული გასაგებია თუ საით მივდივართ და რა გეგმა გვაქვს ზამთრის მოახლოებასთან ერთად. არც ის ვიცით, თუ რატომ დაპაუზდა ის პროექტები, რომლებიც კურორტის განვითარებისთვის იყო დაგეგმილი. სწორი იქნება თუ მუნიციპალიტეტებს მოვთხოვთ შედეგებს, თუ რა გაკეთდა, იმისათვის, რომ ზამთარს სწორად და ხარისხიანად დახვდნენ. ჩვენ, კერძო სექტორს, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, ხოლო გეგმები რომლებიც კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით იყო დასახული, მათ შორის მაგალითად გათოვლიანების სისტემა, ყველაფერი შეჩერებულია,“ - აღნიშნა დოინიცინმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანიის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტრუქტურული ცვლილება. ქვრივიშვილის თქმით, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით მეტი დეტალის გასაჯაროება არ შეუძლია.

„ვმუშაობთ სწორ მოდელზე, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს მთის კურორტების და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტრუქტურა. განიხილება შესაძლო ცვლილებებიც იმისთვის, რომ მეტად ქმედითი გახდეს ორივე ორგანიზაცია, რადგან ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. გვესმის, რომ ჩვენს ქვეყანას უნდა ჰქონდეს country branding, იმისთვის, რომ სხვადასხვა უწყება სხვადასხვა მესიჯ-ბოქსით ახდენს ამ ყველაფრის დღეს კომუნიკაციას საერთაშორისო არეალზე და ჩვენ ამ ყველაფრის ერთიან ქოლგაში მოქცევას ვაპირებთ.

ჩვენ ვცვლით მიდგომას და ვაპირებთ, რომ საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების კუთხით აღარ წავალთ წერტილოვან მიდგომაზე და წავალთ ისეთი აქტივობებით, როგორიც არის წარმომადგენლობითი აქტივობები“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები