მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთის კურორტებზე 2022-2023 წლების სათხილამურო სეზონზე საბაგიროები გაძვირდა - მიზეზი

63889ec7df5c5
ვიქტორია მღებრიშვილი
01.12.22 18:45
9047
2022-2023 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი ახლოვდება და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის ტრასების სააგენტო (MTA) ქვეყანაში 4 სათხილამურო კურორტზე მოქმედი საბაგიროების ფასებს აქვეყნებს.

აბონენტების ღირებულება სახეობებისა და ბარათების ტიპების მიხედვით არის წარმოდგენელი და ისინი სეზონის გახსნიდან მის დასრულებამდე იმოქმედებს, თუმცა მთის ტრასების სააგენტოში ამბობენ, რომ სათხილამურო სეზონის ოფიციალური გახსნის თარიღი კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება საბაგიროებით სარგებლობის ფასებს, სხვადასხვა კურორტზე მათი ღირებულება განსხვავებულია. როგორც MTA-ის გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, წელს საბაგიროების ფასები იშვიათი გამონაკლისების გარდა, გაზრდილია. მაგალითისთვის, თუ მულტიქარდის ფასი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში მოქმედებს, გასულ წლებში 600 ლარი იყო, წელს ყველა კურორტზე 650 ლარი ეღირება, ხოლო სტუნდენტური სეზონური ბარათის ფასი არ შეცვლილა.

BM.GE-ს კითხვაზე - რამ განაპირობა ფასების ზრდა, მთის ტრასების სააგენტოში აცხადებენ, რომ 2016 წლიდან მოყოლებული წელს ფასების გაზრდის მეორე შემთხვევაა (პირველად 2018 წელს გაიზარდა) და ამის მიზეზებსაც განმარტავენ.

„2016 წლის შემდეგ მთის კურორტებზე აბონემენტების ფასი მეორედ გადაიხედა. წლების განმავლობაში კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, სვანეთი, გოდერძი) აშენდა უმსხვილესი ინფრასტრუქტურა (ახალი საბაგიროები, გათოვლიანების სისტემები, ხელოვნური რეზერვუარები და სხვა), შესაბამისად, გაიზარდა საოპერაციო ხარჯები. იმისთვის, რომ კურორტებმა ხარისხიანად და ეფექტიანად შეძლონ ოპერირება, აბონემენტების ფასს გადავხედეთ და შეიქმნა ბილეთების ახალი კატეგორიზაცია, თუმცა გარკვეულ კატეგორიებზე ფასი დარჩა უცვლელი, მაგალითისთვის სტუდენტური აბონემენტი. მოვიკვლიეთ რეგიონში კონკურენტული ფასები, შესაბამისად, ჩვენს კურორტებს აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი“, - განმარტავენ სააგენტოში.

გუდაურში 2022-2023 წლების სათხილამურო სეზონის აბონემენტის ფასები:

1 ასვლა: უფროსი - 14 ლარი, ბავშვი - 14 ლარი;
3 ასვლა: უფროსი - 40 ლარი, ბავშვი - 40 ლარი;
კობის გადმოსახედი: უფროსი - 45 ლარი, ბავშვი - 35 ლარი;
სპორტსკოლა: მულტიქარდი - ბავშვი - 10 ლარი;
1 დღე სეზონზე: უფროსი - 70 ლარი, ბავშვი - 35 ლარი;
2 დღე სეზონზე: უფროსი - 140 ლარი, ბავშვი - 70 ლარი;
3 დღე სეზონზე: უფროსი - 200 ლარი, ბავშვი - 100 ლარი;
4 დღე სეზონზე: უფროსი - 260 ლარი, ბავშვი - 130 ლარი;
5 დღე სეზონზე: უფროსი - 300 ლარი, ბავშვი - 150 ლარი;
6 დღე სეზონზე: უფროსი - 340 ლარი, ბავშვი - 170 ლარი;
სტუდენტი (სეზონური): 270 ლარი;
ღამის სრიალი: უფროსი - 30 ლარი, ბავშვი - 15 ლარი;
ბიგელი - 0.

ბაკურიანში 2022-2023 წლების სათხილამურო სეზონის აბონემენტის ფასები:

1 ასვლა: უფროსი - 10 ლარი, ბავშვი - 10 ლარი;
3 ასვლა: უფროსი - 25 ლარი, ბავშვი - 25 ლარი;
პანორამა (3 ასვლა): უფროსი - 20 ლარი, ბავშვი - 20 ლარი;
სპორტსკოლა: მულტიქარდი - ბავშვი - 10 ლარი;
1 დღე სეზონზე: უფროსი - 55 ლარი, ბავშვი - 28 ლარი;
2 დღე სეზონზე: უფროსი - 110 ლარი, ბავშვი - 55 ლარი;
3 დღე სეზონზე: უფროსი - 157 ლარი, ბავშვი - 79 ლარი;
4 დღე სეზონზე: უფროსი - 204 ლარი, ბავშვი - 102 ლარი;
5 დღე სეზონზე: უფროსი - 230 ლარი, ბავშვი - 115 ლარი;
6 დღე სეზონზე: უფროსი - 253 ლარი, ბავშვი - 127 ლარი;
7 დღე სეზონზე: უფროსი - 296 ლარი, ბავშვი - 148 ლარი;
სეზონური: მულტიქარდი - უფროსი - 325 ლარი, ბავშვი - 163 ლარი
სტუდენტი (სეზონური): 180 ლარი;
ოჯახური (2/2 – 2/3): 135/160;
ღამის სრიალი: უფროსი - 30 ლარი, ბავშვი - 20 ლარი;
ტობოგანი: უფროსი - 10 ლარი, ბავშვი - 10 ლარი

მესტიის 2022-2023 წლების სათხილამურო სეზონის აბონემენტის ფასები:

1 ასვლა (თეთნულდი): უფროსი - 10 ლარი, ბავშვი - 10 ლარი;
1 ასვლა (ჰაწვალი): უფროსი - 10 ლარი, ბავშვი - 10 ლარი;
2 ასვლა (მესტია-ჰაწვალი-ზურულდი): უფროსი - 20 ლარი, ბავშვი - 20 ლარი;
სპორტსკოლა: მულტიქარდი - ბავშვი - 10 ლარი;
1 დღე სეზონზე: უფროსი - 50 ლარი, ბავშვი - 25 ლარი;
2 დღე სეზონზე: უფროსი - 100 ლარი, ბავშვი - 50 ლარი;
3 დღე სეზონზე: უფროსი - 145 ლარი, ბავშვი - 72 ლარი;
4 დღე სეზონზე: უფროსი - 184 ლარი, ბავშვი - 92 ლარი;
5 დღე სეზონზე: უფროსი - 210 ლარი, ბავშვი - 105 ლარი;
6 დღე სეზონზე: უფროსი - 230 ლარი, ბავშვი - 115 ლარი;
7 დღე სეზონზე: უფროსი - 268 ლარი, ბავშვი - 134 ლარი;
სეზონური: უფროსი - 325 ლარი, ბავშვი - 163 ლარი;
სტუდენტური (სეზონური): 180 ლარი;
ღამის სრიალი: უფროსი - 30 ლარი, ბავშვი - 15 ლარი;

გოდერძის 2022-2023 წლების სათხილამურო სეზონის აბონემენტის ფასები:

1 ასვლა: უფროსი - 5 ლარი, ბავშვი - 5 ლარი;
სპორტსკოლა: მულტიქარდი - ბავშვი - 5 ლარი;
1 დღე სეზონზე: უფროსი - 30 ლარი, ბავშვი - 15 ლარი;
2 დღე სეზონზე: უფროსი - 60 ლარი, ბავშვი - 30 ლარი;
3 დღე სეზონზე: უფროსი - 86 ლარი, ბავშვი - 43 ლარი;
4 დღე სეზონზე: უფროსი - 111 ლარი, ბავშვი - 56 ლარი;
5 დღე სეზონზე: უფროსი - 125 ლარი, ბავშვი - 63 ლარი;
6 დღე სეზონზე: უფროსი - 138 ლარი, ბავშვი - 70 ლარი;
7 დღე სეზონზე: უფროსი - 160 ლარი, ბავშვი - 80 ლარი;
სეზონური: უფროსი - 210 ლარი, ბავშვი - 105 ლარი;
სტუდენტი (სეზონური): 100 ლარი;

2022-2023 წელს ზამთრის სეზონზე მულტიქარდის ღირებულება კი ყველა კურორტზე ერთნაირია:

7 დღე სეზონზე - 370 ლარი, ბავშვი - 185 ლარი;
10 დღე სეზონზე: უფროსი - 460 ლარი, ბავშვი - 230 ლარი;
სეზონური: უფროსი - 650 ლარი, ბავშვი - 325 ლარი;
სტუდენტური (სეზონური): 300 ლარი.

ცნობისთვის: 2023 წლის თებერვალში ბაკურიანი თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები