მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთის" წყალი 0%-იანი ბრომატით განახლებულ ქარხანაში იწარმოება

მთის

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” პორტფელში რეგისტრირებული ბრენდი, წყალი “მთის” ახალ ეტაპზე გადავიდა, გაიხსნა დამოუკიდებელი ქარხანა, სადაც წყალი ინოვაციური და განახლებული დანადგარების მეშვეობით იწარმოება.

განახლებულ შეფუთვასთან ერთად მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ წყალი “მთის” წარმოებულ პროდუქციაში ბრომატის 0%-იანი შემადგენლობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” მთის წყალს ქიმიური ნივთიერებების გარეშე აწარმოებს და ბაზარს სრულად ბუნებრივი მინერალური წყლის შემადგენლობით აწვდის.

“ჩვენ მივიღეთ მაღალი დონის და ხარისხის წყალი, რაც მთავარია ბრომატის გარეშე. როდესაც ეტიკეტზე აწერია 0% ბრომატი და ნატურალური მინერალური წყალი, ზუსტად ასახავს ჩვენი ქარხნის ფუნქციონირებას. ჭაბურღილი, რომელიც ქიმიურად არ მუშავდება, წყალი, რომელიც ჩამოსასხმელად მზადდება, სპეციალურ ფილტრაციას გადის, სადაც არანაირი ქიმიური პროცესები არაა ჩართული. ქარხანაში ყველაფერი დაცულია - დაწყებული ჰაერის ფილტრაციით და წყლის ფილტრაციით დასრულებული. ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ამბავი აქ ბრომატის შემცველობაა, რომელიც მთის წყალში 0%-იანი შემადგენლობითაა და ეს ულტრათანამედროვე დანადგარების საშუალებით მოვახერხეთ. ის, რომ ნატურალური მინერალური წყალი, საქართველოში იწარმოება 0%-იანი ბრომატით, ნიშნავს იმას, რომ ვაკმაყოფილებთ ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებს და სრულად მზად ვართ საექსპორტოდ”, - განაცხადა თემურ ჭყონიამ, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, წყლის ოზონირების პროცესი სადეზინფექციო ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც წყლის წარმოების პროცესში გამოიყენება. ოზონირება წყალს წარმოების პროცესში ისეთი მავნე ნივთიერებების რისკებისგან იცავს, როგორიც შეიძლება იყოს: ობი, სოკო, მავნე მიკროორგანიზმები, ბაქტერიები და ვირუსები. ოზონი შლის და ანადგურებს წყალში სხვა და სხვა მიკროორგანიზმებს. ძლიერ მჟანგავი ოზონი მიკროორგანიზმში აღწევს და ჟანგავს მის უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს (დნმ, ცილები, ფერმენტები და რნმ). წყლის ოზონირების დოზის და არასწორი რეჟიმის შერჩევისას წყალში შეიძლება სხვა დაჟანგვის არასახარბიელო პროდუქტები წარმოიქმნას, რომლებიც დასუფთავების პროცესის დროს ძნელად გასაუვნებელია და შეიძლება იყოს უფრო ტოქსიკური, ვიდრე საწყისი დამაბინძურებელი. ერთ-ერთი მათგანია ბრომატი.

ბრომატი შეიძლება წყალში ოზონირების დროს წარმოიქმნას. ბუნებრივი წყალი შეიცავს ნივთიერება ბრომიდს, რომელიც ოზონთან ურთიერთქმედების დროს გარდაიქმნება ბრომატად. ბრომატი არის ძლიერი მჟავა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აღიარა როგორც მომწამვლელი კანცეროგენი. მინერალურ წყალში მისი მაქსიმალური შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 3ppb - ს (0.003 mg/l) . განსხვავებული დასაშვები ნორმა აქვს U.S EPA (Unites States environmental protection agency)-ს და European commissions-ს და მათი ლიმიტი არის 10ppb . “კოკა-კოლა” იცავს იმ კანონს რომელიც არის უფრო მკაცრი და შესაბამისად აღიარებს WHO-ს სტანდარტს - შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 3ppb - ს (0.003 mg/l).

საქართველოს კანონმდებლობით,საქართველოს მთავრობის დადგენილება N16-ის თანახმად, ბრომატის დონე 3ppb-ს (0.003 mg/l) არ უნდა აღემატებოდეს. სურსათის ეტიკეტირების წესში ვალდებულება ბრომატის შემცველობაზე პროდუქტზე დატანის შესახებ შეტანილი არ არის.

რაც უფრო ნაკლებია ოზონის დონე წარმოებისას, წყალში ბრომატის შემცველობა მით უფრო იკლებს. მაღალი კონცენტრაციის ბრომატის ორგანიზმში მოხვედრა, მისი კანცეროგენული თვისებებიდან გამომდინარე თირკმელების, ღვიძლის და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევს და ზრდის კიბოს განვითარების რისკს.

შეგახსენებთ, კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ პორტფოლიოს გაფართოებისა და ახალი მინერალური „მთის“ წყლის წარმოების დაწყების შესახებ 2020 წლის 22 ივლისს განაცხადა.

2024 წლის ზაფხულში კი წყალი “მთის” ქარხანა ამოქმედდა, რომლის ბრენდის შექმნაში „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ 3 200 000-ს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

ორი წლის განმავლობაში “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” ჰიდროგეოლოგიური და ქიმიური კვლევები ჩაატარა წყალზე, რისი დამსახურებითაც საქართველომ მიიღო მსოფლიოში აპრობირებულ "კოკა-კოლას" კომპანიის მიერ სანდოობის უმაღლესი სტანდარტი და შეიქმნა ქართული ბრენდი სახელწოდებით „მთის“. წყალი “მთის” საერთაშორისო კომპანია "კოკა-კოლას" პორტფელში 500-ზე მეტ სხვა ბრენდთან ერთად არის დარეგისტრირებული, რაც მას საშუალებას აძლევს იყოს “კოკა-კოლას” სახელით წარმოდგენილი პირველი ქართული ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები