მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთის წყალში“ ₾27 მილიონია ინვესტირებული“ - როდის გაიხსნება ახალი ქარხანა?

წყალი

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ინფორმაციით, მუხრანის ველზე, „მთის“ წყლის ახალი ქარხანა მიმდინარე წლის მაისში გაიხსნება.

წყლის საწარმო Coca-Cola bottlers Georgia-ს ქარხნის ახლოს შენდება.

როგორც ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, „მთის“ წყლის ახალი ქარხნის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 27 მილიონ ლარამდეა.

„საწარმოში დანადგარების მონტაჟს თებერვალში დავიწყებთ; ახალი ქარხნის ამოქმედების შემდეგ, საათში 35 000 ბოთლს ჩამოვასხამთ და საექსპორტო ბაზრების ათვისებაზეც ინტენსიურად ვიმუშავებთ. ძირითადი ფოკუსი გვექნება ევროპის ქვეყნებზე, ასევე აზერბაიჯანზე, სომხეთსა და შუა აზიის ქვეყნებზე. ახლა საერთაშორისო ბაზრებისთვის არ ვიბრძვით, რადგან მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ“, - ამბობს ბიზნესმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები