მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მტკიცედ ვუჭერ მხარს აშშ-ის მიერ ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს - კონგრესმენი კიტინგი

ბილ კიტინგი

კონგრესმენი, ბილ კიტინგი შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს ამ ნაბიჯს, როგორც ქართველი ხალხისთვის მხარდაჭერის გზავნილს.

ის აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ქმედებებმა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა შეარყია.

"ივანიშვილის ქმედებებმა უხეშად შეარყია დემოკრატია საქართველოში და ქვეყნის ევროკავშირის გზა. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რათა გავაგზავნო მხარდაჭერის მკაფიო გზავნილი ქართველი ხალხისთვის, რომელიც ეძებს თავისუფალ და დემოკრატიულ მომავალს",- დაწერა კონგრესმენმა.

ცნობისთვის, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში 27 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები