ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„საქართველო იმსახურებს ერთიანობასა და სამართლიანობას. მტკივნეულია ვხედავდე, როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი. ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ“, – წერს ქოჩორაშვილი "სთორიში".
დაახლოებით, 23:00 საათიდან სპეცრაზმი ცდილობს, რუსთველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით და ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალოს, მაგრამ - უშედეგოდ. მოქალაქეები ტერიტორიას არ ტოვებენ.