მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მტკვარში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების გამო წყლის დონე დაიწევს - შსს-ს განცხადება

შსს

მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება, მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოს სიფრთხილე, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, მდინარე მტკვარში გადავარდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო ძებნა-სამაშველო სამუშაოები. მეხანძრე-მაშველებმა წყლიდან ერთის უვნებლად ამოყვანა შეძლეს.

ამ დროისთვის გრძელდება ავტომობილში მყოფი სხვა პირების ძებნა. ოპერაციაში ჩართულია მყვინთავთა ჯგუფი, წყლის სამაშველო საშუალებები და სპეციალური ტექნიკა.

"საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, რომ სამაშველო სამუშაოების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის დროებითი დაწევა ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის ცვლილებასთან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფის მიმდებარედ გადაადგილებისგან, სანამ სამაშველო სამუშაოები დასრულდება", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები