მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მწერლები და გამომცემლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან ქართულ საზოგადოებას ვუერთდებით" - გვანცა ჯობავა

ფრანკფურტი

ქართველი გამომცემლები და მწერლები ფრანკფურტში მარშს "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" უერთდებიან, - ამის შესახებ “გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის” პრეზიდენტი, გვანცა ჯობავა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"მარშს ვერ ჩამოვუსწარით, მაგრამ მწერლები და გამომცემლები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან ვუერთდებით საქართველოსა და სხვა ქვეყნების ქუჩებში გამოსულ ქართულ საზოგადოებას!

დღეს ფრანკფურტის მნიშვნელოვანი სცენიდან ვუთხარით აქ შეკრებილ საზოგადოებას, რომ “არა რუსულ ავტოკრატიას ჩვენს ქვეყანაში! ქართველი მწერლები და გამომცემლები ირჩევენ ევროკავშირს! No to Russian autocracy in our country! Georgian publishers and writers choose European Union!", - აცხადებს სოციალურ ქსელში “გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის” პრეზიდენტი.

ინფორმაციისთვის, მარში "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები ოთხ სხვადასხვა ადგილზე შეიკრიბნენ და დანიშნულების წერტილი თავისუფლების მოედანია. მარშის მონაწილეები 19:00 საათზე საათისთვის თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან, სადაც კონცერტია დაგეგმილი. მარშის მონაწილეების თქმით, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მარშის ჩატარების მიზანი საქართველოს ევროპული არჩევანის კიდევ ერთხელ დაფიქსირებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები