მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მცირე შანსიც არ არსებობს, რომ კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს - ტრიუდო

ტრამპი

მცირე შანსიც არ არსებობს, რომ კანადა ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს, – ამის შესახებ კანადის უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო სოციალურ ქსელში წერს.

საქმე ის არის, რომ დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შესთავაზა კანადას აშშ-ის 51-ე შტატად შეერთება.

„კანადა და შეერთებული შტატები, ეს მართლაც რაღაც იქნებოდა. აღარ იქნებოდა ხელოვნურად გავლებული საზღვარი. ეროვნული უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა. ნუ დაგავიწყდებათ: ჩვენ, არსებითად, ვიცავთ კანადას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, გასულ თვეში დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას იხუმრა, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს.

მანამდე, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ტრამპის განცხადება გააკრიტიკა და სრულიად გაუგებარი უწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები