სემეკმა წყლის სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფების შესახებ მიიღო გადაწყვეტილებები. სემეკის მიერ დადგენილი ახალი ტარიფების მიხედვით, სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩება, ხოლო ზრდა შეეხება არასამომხმარებლო (კომერციულ) აბონენტებს. მათთვის ტარიფის ზრდა ერთ კუბურ მეტრ წყალზე ასეთი იქნება:
თბილისი და მცხეთა - არსებული ტარიფი არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის კუბურ მეტრზე 6.5 თეთრი, ახალი ტარიფი 8.8 თეთრი;
რუსთავი - არსებული ტარიფი 3.7 თეთრი, ახალი ტარიფი 6.5 თეთრი.