მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მცხეთაში,თეატრონის მიმდებარედ, მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება - მუნიციპალური განვითარების ფონდი

სს

მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან უკვე გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 7 თვეა განსაზღვრული.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი, პარკის მოწყობასთან ერთად, მოიცავს თეატრონის რეაბილიტაციასაც.

მდინარისპირა ურბანული პარკი გააერთიანებს საბავშვო, სპორტულ, დასასვენებელ და საგანმანათლებლო სივრცეებს, საფეხმავლო და ველო ბილიკების ქსელს. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ავტოსადგომი, რომელიც მოიცავს ელექტრო ავტომობილებისთვის განკუთვნილ სივრცეს. ასევე გათვალისწინებული იქნება ვიდეო მეთვალყურეობისა და უსაფრთხოების, გარე განათების და წყალმომარაგების სისტემების მოწყობა.

პროექტით გათვალისწინებულია მდინარე არაგვზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, ლანდშაფტური და წყლის ობიექტების მოწყობა. ვინაიდან ტერიტორია მოქცეულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის „მცხეთის ისტორიული ძეგლების“ ბუფერულ ზონაში, მუნიციპალური განთვითარების ფონდის მოთხოვნით, პროექტის ავტორმა დოკუმენტაცია უნდა შეუთანხმოს მუნიციპალიტეტს, კულტურის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.

ახალი პარკის პროექტირების პროცესში, არსებობის შემთხვევაში, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტისა და მისი მრჩეველი ორგანიზაციების რეკომენდაციები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები