მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთობა წელს ბიუჯეტს 130 ათასი ლარით მეტი დაუჯდება - შესყიდვის დეტალები

მცხეთობა

წელს, "მცხეთობის" აღსანიშნად სახელმწიფო ბიუჯეტი 401.9 ათას ლარს დახარჯავს, რაც გასული წლის ბიუჯეტზე 129.9 ათასი ლარით მეტია.

მცხეთის მერიის მიერ გამარტივებული შესყიდვა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ტენდერი ჩავარდა. სწორედ ამით ხსნის მუნიციპალიტეტი გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას.

ტენდერი 24 სექტემბერს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 1 ოქტომბერს დაიწყო და 4 ოქტომბერს დასრულდა. ერთადერთი პრეტენდენტი შპს "კონსიერჟ თბილისი" იყო, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით დისკვალიფიცირებულია. ცნობისთვის, სწორედ ამ კომპანიამ მოიგო მცხეთობა-სვეტიცხოვლობის 2022 წლის ტენდერი და შეასრულა ტენდერით გათვალისწინებული 167'257 ლარის სამუშაოები. მაშინ დღესასწაულისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 222 874 ლარი იყო.

2023 წლის ტენდერის გამარჯვებულიც "კონსიერჟ თბილისი" იყო. გასულ წელს გამოყოფილი იყო 235 ათასი ლარი, თუმცა ტენდერში ცვლილების შედეგად 275 ათას ლარამდე გაიზარდა. წელს კი, რა გახდა კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი, დოკუმენტაციაში მითითებული არ არის.

მცხეთობა ტრადიციულად 14 ოქტომბერს აღინიშნება და ის სახელმწიფო დონეზე გამოცხადებული 17 [აწ უკვე 18] უქმე დღიდან ერთ-ერთია.

აღსანიშნავია, რომ გამარტივებული შესყიდვა გამოცხადებული აქვს მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრსაც. დოკუმენტის მიხედვით, მცხეთობას ნუცა ბუზალაძის სოლო კონცერტი გაიმართება. მომღერალს ცენტრი 25 000 ლარს გადაუხდის. ასევე, იმღერებს ჯგუფი „ურსაც“, რომელსაც 20 200 ლარს გადაუხდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები