მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მწვანე ბარათის” პროგრამაში რეგისტრაციის ვადა იწურება - რამდენი ვიზა გაიცა საქართველოში?

Green Card

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 2025 წლის მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრაცია 4 ოქტომბერს დაიწყო. განცხადებების მიღების ბოლო ვადა კი 7 ნოემბერი, 20:00 საათია. რეგისტრაცია უფასოა და მხოლოდ პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც საემიგრაციო ვიზის პროგრამაში მონაწილეობისთვისაა აუცილებელი, საელჩო ჩამონათვალს ავრცელებს:

  • სრული სახელი, გვარი, მეორე სახელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • სქესი
  • დაბადების თარიღი
  • დაბადების ადგილი
  • ქვეყანა, სადაც დაიბადეთ
  • ქვეყანა, რომელსაც მწვანე ბარათის პროგრამაში კვალიფიკაციისთვის ირჩევთ. უმეტეს შემთხვევაში თქვენი პროგრამაში მონაწილე ქვეყანა იქნება თქვენი დაბადების ქვეყანა
  • განმცხადებლის ციფრული ფოტოსურათ(ებ)ი
  • საფოსტო მისამართი
  • ამჟამინდელი საცხოვრებელი
  • ტელეფონის ნომერი
  • ელფოსტის მისამართი
  • თქვენი ყველაზე მაღალი განათლების ხარისხი დღეის მდგომარეობით
  • ოჯახური მდგომარეობა
  • 21 წლამდე შვილების რაოდენობა

გათამაშების შედეგები 2024 წლის 4 მაისიდან, ამავე ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

კვალიფიცირებულ განაცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი შემთხვევითობის პრინციპით, კომპიუტერის საშუალებით შეარჩევს თითოეულ რეგიონსა და ქვეყანაში გამოყოფილი ვიზების რაოდენობის მიხედვით. ყოველ წელს აშშ-ის მთავრობა 55 000-მდე მწვანე ბარათის ვიზის გაცემის ნებართვას იძლევა, საიდანაც ერთ ქვეყანაში საერთო რაოდენობის მაქსიმუმ 7% გაიცემა.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის პროგრამიდან საქართველოში 3194 მწვანე ბარათი გათამაშდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები