მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი შესაძლებლობაა, რომ აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ელექტროენერგია EU-ში გავაგზავნოთ - შაჰბაზოვი

ფარვიზ შაჰბაზოვი

„აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენი საერთო თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ენერგეტიკული სექტორი, გვაქვს გრძელვადიანი პროექტები და ძალიან ფართო თანამშრომლობა ამ მიმართულებით“, - ეს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალში.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში განიხილეს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს აკავშირებს.

შაჰბაზოვის განცხადებით, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის დასრულება მომავალი წლის პირველ კვარტალში იგეგმება, რაც უკვე ახალ პერსპექტივას შექმნის ინვესტიციებზე დისკუსიის დასაწყებად.

„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ენერგორესურსები, კერძოდ, ელექტროენერგია, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ევროკავშირში გავაგზავნოთ და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროპის კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“ - განაცხადა შაჰბაზოვმა.

თბილისში გამართულ მე-11 მინისტერიალში "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები