მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწვანე წყალბადის წარმოების საპილოტე პროექტი უახლოეს პერიოდში განხორციელდება - ჯუბო ტურაშვილი

ჩინეთი

ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, მწვანე წყალბადია. ამ მიმართულებით კი საპილოტე პროექტის განხორციელება უახლოეს პერიოდში იგეგმება, თუმცა მას ვადები არ დაუკონკრეტებია. ამის შესახებ ჯუბო ტურაშვილმა ენერგეტიკოსის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს მიმართულება ქვეყნისთვის ახალია და ყველაფერი კეთდება, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს ევროპელი პარტნიორებისგან.

„ამ მიზნით ენერგეტიკის განვითარების ფონდი გაწევრიანდა ევროპულ ალიანსში, ასევე ამ მიზნით სახელმწიფო წყალმომარაგების კომპანიამ უზრუნველყო KFW-სთან და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ერთობლივი საპილოტე პროექტის დაწყება, რისთვისაც გამოყოფილია 1.3 მლნ ევროს გრანტი და აღნიშნული პროექტი უახლოეს პერიოდში განხორციელდება. (მემორანდუმი გულისხმობს მწვანე წყალბადის საპილოტე წარმოებას და მისი სრული ღირებულებითი ჯაჭვის შექმნას).

EU/KFW ტექნიკური დახმარების ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის ქვეშ შემუშავდა მწვანე წყალბადის სტრატეგიის პირველადი სამუშაო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შემდგომ განვითარების ბანკი დაიწყებს სამუშაო გეგმის შემუშავებას“, - განაცხადა ჯუბო ტურაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები