მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწვანილი, ბადრიჯანი, შპალერი - რომელი პროდუქტები გაძვირდა/გაიაფდა იანვარში?

ინფლაცია

საქსტატის ინფორმაციით, იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2% შეადგინა. 2024 წელს ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი 1.1% იყო, რაც ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია.

გასული წლის იანვართან შედარებით ფასები მომატებულია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელებზე 3%-ით. ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები 6.2%-ით გაიზარდა. სხვადასხვა საქონელი და მომსახურების ჯგუფშიც ფასების ზრდა ფიქსირდება 6.9%-ით. ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 3.8%-ით.

იანვარში წლიურად ფასი შემცირებულია კავშირგაბმულობის ჯგუფში 12.5%-ით. ასევე დაიკლო ტრანსპორტის ჯგუფში შემავალი საქონლისა და მომსახურების ფასებმა 1%-ით.

2025 წლის იანვარში ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

  • მწვანილი - 88%
  • ბადრიჯანი - 75%
  • კომბოსტო - 63%
  • ნიორი - 36%
  • კივი - 35%
  • ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 28%
  • მწვანე ლობიო - 24%
  • ბრინჯი - 20%
  • პომიდორი - 20%

ფასები შემცირებულია შემდეგ პროდუქტებზე:

  • ინტერნეტის გადასახდელი - 40%
  • ანტიბიოტიკები - 26%
  • ყურძენი - 16%
  • საზამთრო - 16%
  • კარტოფილი - 15%
  • მსხალი -14%
  • შპალერი - 14%
  • ატამი -12%
  • სიმინდის ფქვილი -12%
  • სარეცხი მანქანა - 11%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები