მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალიტეტებს შემოსავალი ეზრდება - როგორ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის რეფორმა?

BM.GE
26.04.23 12:06
389
„ადგილობრივი თვითმართველობების შესახებ“ კოდექსში მთავრობას ცვლილებები შეაქვს, რაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მეტ ფინანსურ რესურსს დაუტოვებს. კერძოდ, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი მათსავე ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზაციისა თუ გაიჯარების შედეგად ეტაპობრივად გაიზრდება. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო მიწის რეალიზაციის შემთხვევაში შემოსავლის 10% ცენტრალურ ბიუჯეტში, 90% კი მუნიციპალიტეტში დარჩება. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე საქმის კურსთან განმარტავს, 2019 წელს ძალაში შესული ცვლილებებით, შემოსავლების ახლებურად გადანაწილებით, მუნიციპალიტეტებმა პირველივე წელს 100 მლნ ლარით მეტი შემოსავალი მიიღეს. 

ამასთან უკვე მომზადებულია ადგილობრივ თვითმართველობის კოდექსში ცვლილებები, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი უფლებამოსილების გადაცემას ითვალისწინებს, რაც ასევე დამატებით ფინანსურ რესურსს გაუჩენს ადგილობრივ თვითმმართველობებს. როგორ სრულდება დეცენტრალიზაციის 2020–2025 წლების სტრატეგია?

სტუმარი: დავით მელუა - საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები