მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელა

61c6d986c5d92
BM.GE
25.12.21 12:50
2096
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული ავტოფარეხების და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი განახორციელა. 

"ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, ვარკეთილში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად სკვერის მოწყობა მიმდინარეობს, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.

მოკვლევის შედეგად, რომელიც ორი თვის წინ დაიწყო, დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები და მსუბუქი კონსტრუქციები უნებართვოდ იყო განთავსებული.

მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, ორი ავტოფარეხისა და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟის პროცესი განახორციელა. გარდა ამისა, თავად მოსახლეობის მიერ, მოხდა ექვსი ავტოფარეხის დემონტაჟი. აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის მერიის დაკვეთით, აქტიურად მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოები", – ნათქვამია მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები