მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მუნიციპალიტეტების სივრცითი დაგეგმარების დაკმაყოფილების ვადა 2035 წლამდე გადაიწევს - კანონპროექტი პარლამენტშია

სივრცითი დაგეგმარება

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს. დოკუმენტის მიზანია მუნიციპალიტეტებისთვის არსებული ვალდებულებების შესრულების ვადის გადატანა – 2028 წლის ნაცვლად, 2035 წლის 31 დეკემბრამდე.

კანონპროექტის დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ტერიტორიის 80%-ზე მეტი ამჟამად სივრცის დაგეგმარების გეგმებით დაფარული არ არის, ხოლო მუნიციპალიტეტებს არ აქვთ საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსი ამ პროცესის დროულად დასასრულებლად, რის გამოც ამჟამად არსებული ვადა, რაც სივრცითი დაგეგმარების 80%-ის მოცვას 2028 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს უმჯობესია მთელი 7 წლით, 2035 წლამდე გადაიწიოს.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს:

  • საბაზისო-თემატური გეგმების შემუშავებას გარდამავალ პერიოდში, რათა ქაოტური განაშენიანების რისკი შემცირდეს;
  • დეტალური გეგმების ადმინისტრაციული წარმოების გამარტივებას – ორი ეტაპის ნაცვლად, ერთი ეტაპის დანერგვით;
  • დოკუმენტბრუნვის სრული დიგიტალიზაციას, რაც პროცესის გამჭვირვალობას და კონტროლს გააძლიერებს;
  • ესთეტიკური სტანდარტების განსაზღვრას საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რადგან ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტებს აქამდე შესაბამისი რეგულაციები არ დაუმტკიცებიათ.

მთავრობის მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის თანახმად, დაგეგმილი ცვლილებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას, ქალაქგეგმარებითი პროცესების გამარტივებას და ქვეყნის ურბანული განვითარების უფრო სისტემურ მართვას. დოკუმენტის თანახმად, ამჟამად მუშაობა შემდეგი მუნიციპალიტეტების სივრცითი გეგმარების პროექტებზე მიმდინარეობს:

  • გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმა;
  • მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს, გალავნის, ნავდარაანთკარისა და ჯიღაურის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის, სოფელი ახატანისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმა;
  • დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა დამიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმა;
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების გეგმარებითი ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმა;
  • თიანეთის მუნიციპალიტეტის ჩეკურაანთგორის, სიმონიანთხევის, ხევსურთსოფელის, ღულელების, ნაქალაქარის, დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმა;
  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა (კურორტი) მანგლისის განაშენიანების გეგმა;  ლენტეხის მუნიციპალიტეტის კურორტ მუაშის განაშენიანების დეტალური გეგმა;
  • ურეკი-შეკვეთილისსარეკრეაციო ტერიტორიისგენერალური გეგმა;
  • დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის, ბარისახოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბარისახოსა და სოფელ როშკას განაშენიანების გეგმები;
  • ქალაქ ახალციხის გენერალური გეგმა; ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმა;

თუმცა, ასევე მითითებულია, რომ ყველა მუნიციპალიტეტების 80%-ისთვის მსგავსი გეგმების შემუშავება 2028 წლის 1 იანვრამდე ვერ მოესწრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები