მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ექვს ქალაქში მრავალფუნქციური კომპლექსების პროექტირების კონკურსი გამოაცხადა

მგფ

მუნიციპალური განვითარების ფონდი მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი კომპლექსების პროექტირებას იწყებს. ფონდის ინფორმაციით, ახალი ინფრასტრუქტურა ოზურგეთში, გორში, გურჯაანში, ქობულეთში, ბაღდათსა და წნორში აშენდება.

  • ამ ეტაპზე გამოცხადებულია პროექტირების ტენდერი, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას.

ფონდის ინფორმაციით, ოზურგეთში, გორში და გურჯაანში დაგეგმილია 1000 მაყურებელზე გათვლილი კომპლექსების მოწყობა, ქობულეთში - 500 მაყურებელზე, ბაღდათში კი - 250 მაყურებელზე. რაც შეეხება წნორს, მუნიციპალურმა ფონდმა ამ ეტაპზე ბაზრის კვლევის ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი 200 მაყურებელზე გათვლილი კომპლექსის პროექტირებაზე.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, თითოეული კომპლექსი გააერთიანებს:

  • მულტიფუნქციურ დარბაზებს;
  • დიდ და საბავშვო საცურაო აუზებს;
  • სატრენაჟორო და ფიტნეს სივრცეებს;
  • სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის განკუთვნილ დარბაზებს.

ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეებს, მათ შორის:

  • მედიათეკას;
  • ქორეოგრაფიულ და სახელოვნებო სტუდიებს;
  • ფოლკლორისა და უცხო ენების კლუბებს;
  • სტემ-კლუბსა და მცირე სცენურ დარბაზს;
  • ღონისძიებების მრავალფუნქციურ სივრცეს;
  • ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ზონებს.

გარდა შენობებისა, კომპლექსების ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ავტოსადგომების, გზების, საფეხმავლო ბილიკების, რეკრეაციული ზონებისა და გამწვანების მოწყობა. ასევე დაგეგმილია გარე განათების, უსაფრთხოების სისტემების, წყალმომარაგებისა და გათბობა-გაგრილების სისტემების სრულყოფილი დაგეგმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები